LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Flynas-მა პირველი პირდაპირი ფრენა შეასრულა – ახალი ავიაკომპანია თბილისში

36

ახალი ავიაკომპანია და ახალი მიმართულებები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – 13 ივნისს საუდის არაბეთის ეროვნულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპაიამ Flynas, რიადი-თბილისის მიმართულებით პირველი პირდაპირი ფრენა განახორციელა. დღის ბოლოს ავიაკომპანია კიდევ ერთ ახალ პირდაპირ რეისს – ჯედა-თბილისის მიმართულებით შეასრულებს.

ზაფხულის სეზონზე აღნიშნული ქალაქებიდან Flynas ფრენებს სამი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას, A320 ტიპის ავიახომალდებით განახორციელებს.

ცნობისთვის, არაბული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas 2007 წელს დაფუძნდა. დღეისათვის ავიაკომპანია ფრენებს 70 მიმართულბით ახორციელებს. 2017 წელს Flynas ახლო აღმოსავლეთის საუკეთესო ავიაკომპანიად დასახელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები