LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფოლკსვაგენის“ ყოფილ ხელმძღვანელს ბრალი თაღლითობაში წაუყენეს

109

„ფოლკსვაგენის“ ყოფილ ხელმძღვანელს, მარტინ ვინტერკორნის ბრალი თაღლითობაში წაუყენეს. ინფორმაციას Bloomberg მიჩიგანის სასამართლოს მიერ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, მარტინ ვინტერკორნი ძრავის სტანდარტებთან შეუსაბამობის შესახებ საქმის კურსში იყო და მან გამონაბოლქვის ტექსტების გაყალბების შესახებ გადაწყვეტილება შეგნებულად მიიღო.

საქმე დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილების გამონაბოლქვის სკანდალს ეხება.  კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს ამერიკის ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში, „სუფთა ჰაერის“ სახელით ცნობილი ამერიკული კანონის დარღვევაში ადანაშაულებენ, ანალოგიური ბრალდება კონცერნის კიდევ 5 თანამშრომელს წაუყენეს.

სკანდალი ავტოკონცერნ “ფოლკსვაგენში” გამონაბოლქვის ტესტებთან დაკავშირებით 2015 წელს აგორდა. მაშინ შტატების ხელისუფლებამ კონცერნს ფოლკსვაგენისა და აუდის მარკის ავტომობილები 482 ათასი ერთეულის უკან გაწვევა დაავალდებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები