LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიესაჯა

73

ფონიჭალაში, დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილს მოსამართლემ უვადო პატიმრობა მიუსაჯა.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, გადაწყვეტილება სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა.

უვადო პატიმრობის შესახებ შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა.

მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილი დარჩნენ მოკლული დედა-შვილის ახლობლები. განაჩენის გამოცხადებას ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილიც ესწრებოდა.

ფონიჭალაში დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ხაბელაშვილი ნაფიცმა მსაჯულებმა ჩადენილ მკვლელობაში სრულად დამნაშავედ გუშინ ცნეს.

საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 22 თებერვალს ბრალდებულმა ფონიჭალაში 7 ათასი დოლარის დაუფლების მიზნით შეაღწია ნაცნობის ოჯახში, დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ნონა რ.-ს და ასევე მის მცირეწლოვან შვილს, რომლებიც მიღებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ. ამის შემდეგ ბრალდებულმა სახლიდან ოქროს ნაკეთობები წაიღო, კვალის დაფარვის მიზნით კი სახლს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები