LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფონიჭალაში მოკლულის მეუღლეს ჰკითხეს, ის ხომ არ იყო მკვლელი

54

ფონიჭალაში მოკლული ნინა რომანაძის მეუღლემ  პირველი კომენტარი გააკეთა.   ოთარ მამფორია, რომელიც მთელი ღამე დაკითხვაზე იმყოფებოდა, აცხადებს, რომ პოლიციამ ჰკითხა, თავად ხომ არ იყო ოჯახის წევრების მკვლელი.

“რომ ვერაფერი გაიგეს, ბოლოს მითხრეს, შენ ხომ არ მოკალიო? არა-მეთქი, ვუპასუხე. ეს კითხვა იმიტომ დამისვეს, რომ ვერაფერს მაძლევ ხელჩასაჭიდსო. არც ისე დიდი ხანი მიდიოდა ამაზე საუბარი და მერე ეს ვერსია გამორიცხეს. მკითხეს ასევე თუ მყავდა მტერი უბანში, ან სანათესაოში და ესეც უარვყავი”, – განუცხადა ჟურნალისტებს მამფორიამ.

როგორც თავად მამფორია ყვება, დილით 35 წლის მეუღლე და 3 წლის შვილი დაძინებული დატოვა და მომხდარის შესახებ სამსახურში გაიგო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები