LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ძმებ ჯაფაროვებს პატიმრობა შეეფარდათ

95

ფონიჭალაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ძმებს, მახირ და ნაზიმ ჯაფაროვებს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულების 1000-1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ.

სასამართლოზე ორივე მათაგნი აცხადებდა, რომ ნარკოტიკულ საშუალებებთან მათ არავითარი კავშირი არ აქვთ და ამბობენ, რომ  ნარკოტიკი მისი სახლიდან არ ამოუღიათ. ამასთან, ერთ-ერთი  ბრალდებულის თქმით, იმის გამო, რომ წარსულში ნასამართლევია და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, უკანონო საქმიანობას არ ეკარებოდა.

შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში სპეცოპერაცია პარასკევ საღამოს ჩატარდა, რა დროსაც ძმები ჯაფაროვები ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები