LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Forbes-ის მილიარდერი საქართველოში ინვესტირებას გეგმავს

154

არაბული სამყაროს ყველაზე გავლენიანი ქალბატონი ლუბნა ოლაიანი საქართველოში ინვესტირებას გეგმავს. საქართველოს ელჩმა საუდის არაბეთში, გიორგი ჯანჯღავამ Olayan Financing Co.-ის აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრა გამართა.

საელჩოს ცნობით, შეხვედრაზე ლუბნა ოლაიანს ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა როგორც  ორ ქვეყანას შორის საქმიანი ურთიერთობების მზარდი დინამიკის, ასევე საქართველოს ბიზნესგარემოსა და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ, რის შემდეგაც გავლენიანმა ქალბატონმა საქართველოში ჩამოსვლის სურვილი გამოთქვა.

სავარაუდოდ მომავალ წელს, ლუბნა ოლაიანი საქართველოს თავის ჯგუფთან ერთად ეწვევა და საინვესტიციო კლიმატს ადგილზე გაეცნობა.

ცნობისთვის, ლუბნა ოლაიანი Forbes-ის მიერ ბოლო რამდენიმე წელია არაბული სამყაროს ყველაზე გავლენიან ქალად სახელდება, მისი ოჯახის მფლობელობაშია Olayan Group, რომლის  კაპიტალიც 8 მილიარდი აშშ დოლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები