LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Forbes – საქართველო ყოველთვის იყო თბილი მიღების სინონიმი, სადაც ამბობენ, რომ სტუმარი უფლის საჩუქარია

157

ამერიკული გამოცემა Forbes-ი   სათაურით “საქართველოს ტურიზმის სტრატეგია შემოსავლიანი ხდება“ ჩვენი ქვეყნის  ტურიზმის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. როგორც მასალაშია აღნიშნული, 2011 წელს საქართველოში 2,8 მილიონი ვიზიტორი ჰყავდა, 2016 წელს კი ექვსი მილიონი, ეს ნახტომი კი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის დიდი გამოწვევაა. სტატიაში საქართველოს მეექვსე მემილიონე ვიზიტორის  ჯესპერ ბლეკის ისტორიაცაა მოყვანილი.

„საქართველო ტურიზმს სერიოზულად, ძალიან სერიოზულად უდგება ჰკითხეთ ჯესპერ ბლეკს. როდესაც 2016 წელს ჰოლანდიელი ტურისტი ჩამოფრინდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და ქვეყნის მეექვსე მემილიონე ვიზიტორი გახდა, მას წითელი ხალიჩით დახვედრა მოუწყვეს და პრემიერ-მინისტრთან სავახშმოდ „მერსედესით“ წაიყვანეს“, – წერს სტატიის ავტორი სტეფან რაბიმოვი. 

https://www.youtube.com/watch?time_continue=5&v=wj3v_UPRauY

სტატიაში ნათქვამია, რომ

“საქართველო ყოველთვის იყო მასპინძლობისა და თბილი მიღების სინონიმი, სადაც ამბობენ, რომ სტუმარი უფლის საჩუქარია”

 სტეფენ რაბიმოვი ტურიზმის ინდუსტრიაში  საქართველოს მთავრობის მიერ დასახულ  ამბიციურ გეგმაზეც საუბრობს:

უახლოესი ორი წლის განმავლობაში  გააუმჯობესოს ინფრასტრუქტურა , 25 ახალი სასტუმრო უნდა ააშენოს და აამაღლოს ტურისტული სტანდარტები

დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. უწყების ცნობით,  იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში 5 მილიონ 822 ათას 835 ვიზიტი განხორციელდა, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 19,2 %-ით მეტია, მათ შორის, ტურისტული ვიზიტი – 28,8 %-ით მეტი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები