LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორბსმა“ 2016 წლის ყველაზე გადაფასებული ვარსკვლავი გამოავლინა

39

„ფორბსმა“ ჯონი დეპი ყველაზე გადაფასებულ ვარსკვლავად დაასახელა. მსახიობი აღნიშნულ რეიტინგს უკვე ზედიზედ მეორე წელი ლიდერობს.

ექსპერტების აზრით, უკანასკნელმა სამმა ფილმმა დეპის მონაწილეობით ერთ დოლარზე მხოლოდ 2,8 დოლარი გამოიმუშავა.

მეორე ადგილზე უილ სმიტი იმყოფება, რომელმაც ყოველ ერთ მიღებულ დოლარზე სტუდიებს 5 დოლარი მოუტანა, მესამე პოზიცია კი ჩენინგ ტატუმმა 6 გამომუშავებული დოლარით დაიკავა.

მეოთხე ადგილზე უილ ფარელი იმყოფება 6,5 დოლარით, მეხუთე – ჯორჯ კლუნი 6,7 დოლარით. მათ ადამ სენდლერი, მარკ უოლბერგი, ლეონარდო დიკაპრიო, ჯულია რობერტსი და ბრედლი კუპერი მოჰყვებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები