LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორტუნა აკადემიის“ მოწვევით საქართველოში გრანდესკოს კოლეჯის პრეზიდენტი კორეი სიგვალდანსონი ჩამოდის

12-13 ოქტომბერს საქართველოში „ფორტუნა აკადემიის“ მოწვევით გრანდესკოს კოლეჯის პრეზიდენტი კორეი სიგვალდანსონი ჩამოვა. იგი პროგრამის “Hop Perfomance Leadership”დამფუძნებელია. სიგვალდანსონი საქართველოში ჩაატარებს ტრენინგს თემაზე: „შეუძლიათ თუ არა საშუალო დონის მენეჯერებს გახდნენ მსოფლიო დონის მმართველები“. აღსანიშნავია, რომ მას ლიდერობის განვითარების კუთხით ათასობით ადამიანთან აქვს ნამუშევარი. გთავაზობთ ექსლუზიურ ინტერვიუს  გრანდესკოს კოლეჯის პრეზიდენტთან.

 რა თვისებებით გამოირჩევა ლიდერი?

ჩემი აზრით, ლიდერობა არის პირადი არჩევანი. ათასობით ლიდერთან მუშაობის შედეგად შემიძლია გითხრათ, რომ ლიდერისთის არის მნიშვნელოვანი:

  1. ჰქონდეს ხედვა და გრძელვადიან პერსპექტივაში ფოკუსირდებოდეს საქმეზე
  2. შეეძლოს პოზიტური ზეგავლენის მოხდენა ადამიანებზე მნიშვნელოვანი მიზნების განსახორცილელებლად
  3. იყოს პატიაოსნი და თანმიმდევრული
  4. იყოს კომუნიკაბელური და გამოირჩეოდეს გამჭირვალეობით საქმიანობაში
  5. ჰქონედს სანდოობის მაღალი მაჩვენებელი
  6. ფლობდეს ემოციურ ინტელექტს

არის თუ არა ლიდერის თვისებები  თანდაყოლილი?

ზუსტად არ ვიცი, იბადებიან თუ არა ამ თვისებებით (ანუ რამდენად დაკავშირებულია ეს უნარები ადრეულ განვითარების პერიოდთან ან გენეტიკასთან), რადგან ეს არ არის ჩემი საქმიანობის. თუმცა, აქვე შემიძლია ვთქვა, რომ ლიდერობა ისწავლება და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია განავითაროს საკუთარ თავში ეს თვისებები. ლიდერობა შეგიძლია განავითარო ისევე, როგორც სხვა უნარები.

შეიძლება ლიდერის თვისებები განუვითაროთ ბავშვებს?

კი, რა თქმა უნდა. ამ სფეროში მიყვარს მუშაობა. ბავშვები არიან ნამდვილები, ბუნებრივი ლიდერები.

განსხვავდება თუ არა მართვის სტილი  სხვადასხვა კულტურებში?

 დიახ. ემოციური ინტელექტი და კულტურული ინტელექტი არის მთავარი უნარი, რაც გვამოძრავებს და რასაც მივყავართ წინ. ამას ადასტურებს კვლევებიც. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიც.

რა სხვაობაა ლიდერსა და მენეჯერს შორის?

ლიდერის როლია სტრატეგიული ხედვა, განსაზღვროს და ჩამოაყალიბოს მიზნები, შეაფასოს ბაზარი და საჭიროებები. გავლენა მოახდინოს ადამიანებზე, სტიმული მისცეს გუნდს, მიაღწიოს გრძელვადიან მიზნებს.

რაც შეეხება მენეჯერს, მან უნდა იზრუნოს პროდუქტიულობაზე, ჩამოაყალიბოს მიზანი, სტრუქტურა და პროცესები, სისრულეში მოიყვანოს მისია, მოამზადოს გუნდი, განსაზღვროს ბიუჯეტი, მოძებნოს პრობლების გადაჭრის გზები.

 როგორ უნდა მოიპოვონ თანამშრომლების ნდობა და კეთილგანწყობა?

ვფიქრობ, ძალა და მიზნები,  რასაც ვდებთ გუნდში, ერთმანეთთან კავშირშია. გუნდის კულტურა, მუშაობის დონე და თითოეული ინდივიდი მამოძრავებელია წარმატებისკენ. სწორედ ეს არის საზოგადოების მთავარი დაკვეთა ჩემს მიმართ რათა ვასწავლო ამ ინსტრუმენტების გამოყენება.

როგორ ავლენენ ლიდერები გუნდის ძლიერ და სუსტ მხარეებს, იმისათვის რომ სწორად გადაანაწილონ უფლება-მოვალეობები?

ეს ძალიან კარგი შეკითხვაა. ვფიქრობ, სამსახურში მნიშვნელოვანია სწორი რეკრუტირება. გასათვალისწინებელია გამოცდილება. არის შემთხვევები, როცა ადამიანი კვალიფიცირებულია, თუმცა ის არ არის საუკუთესო ამა თუ იმ თანამდებობაზე, რადგან მას სამოტივაციო დონე შეიძლება დაბალი ჰქონდეს. სამსახურში შეიძლება იყოს მოხალისეც, რომელსაც მივცემთ შანსს საკუთარი ძალები მოსინჯოს, ისწავლოს და მიიღოს მხარდაჭერა. დანიელ პინკის წიგნისა და TED-ზე (სპიკერებითვის შექმნილი მსოფლიო პლატფორმა) გამოსვლის თანახმად, ყველაზე დიდი მოტივატორი ადამიანებისთვის არის შექება და შანსის მიცემა.

მიიჩნევთ საკუთარ თავს ლიდერად?

დიახ. მეუბნებიან, რომ ჩემი თვისებებია:

  1. განჭვრეტა
  2. შთაგონების უნარი
  3. მზრუნველობა
  4. დადებითი მიდგომები
  5. ენერგიულობა

ასევე მომისმენია, რომ ვარ პატიოსანი, მხიარული, მშრომელი  და სხვ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები