LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ფორტუნა” პოლიტიკოსების საქმიანობას დაბალანსებულად და მიუკერძოებლად აშუქებს – მედიამონიტორინგის შედეგები ცნობილია

48

რადიო ”ფორტუნა” პოლიტიკოსების გაშუქების კუთხით არის დაბალანსებული და მიუკერძოებელი – ამის შესახებ „ინტერნიუს-საქართველოს“ წარმომადგენელმა ზაქრო თავბერიძემ განაცხადა, რომელიც რადიოსადგურების მედიამონიტორინგს ახორციელებდა.

მისივე თქმით, რადიო ”ფორტუნასთან” მიმართებაში, გასულ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, საარჩევნო სუბიექტების გაშუქების მხრივ არის პროგრესი. თავბერიძის განცხადებით, ”ფორტუნას” საინფორმაციო ფორმატში აქვს დღის თემა, სადაც იწვევენ რესპოდენტებს, საინფორმაციოს წამყვანს კი, მკვლევარის განცხადებით, აქვს შესაბამისი კომპეტენცია გაუძღვეს ინტერვიუს.

”ჟურნალიტი, მიუხედავად იმისა, რომ ინტერვიუ დაახლოებით ორი წუთი გრძელდება, მნიშვნელოვან კითხვებს სვამს და ეტყობა, რომ შეუძლია საპასუხო კითხვების დასმაც, როდესდაც პოლიტიკოსი რაიმე განცხადებას აკეთებს”,- განაცხადა კვლევის პრეზენტაციისას ზაქრო თავბერიძემ.

მკვლევარებს რეკომენდაცია აქვთ ყველა რადიოს მიმართ, რომ გაზარდონ საინფორმაციო გამოშვების დრო და არ იყოს სიუჟეტები ზედაპირული. ზოგადად, როგორც მედიამონიტორინგის შედეგების პრეზიენტაციისას აღნიშნეს, ყველა რადიომაუწყებელი მიუკერძოებლად მუშაობს, არ გამოხატავს სუბიექტურ დამოკიდებულებას არცერთი პოლიტიკური გუნდის მიმართ.

ასევე, მკვლევარების აზრით, დადებითია ის ფაქტიც, რომ ერთ წყაროზე დაყრდნობით არ შუქდება ინფორმაცია და არის დაბალანსებული საინფორმაციო გამოშვებები.

საარჩევნო მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიში 2016 წლის 11 ივლისიდან 30 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს. მონიტორინგი 40-ზე მეტ მედიასაშუალებაზე განხორციელდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები