LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფორტუნა” ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროექტების მხარდაჭერისათვის დაჯილდოვდა

201

რადიოჰოლდინგი „ფორტუნა” ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროექტების მხარდაჭერისათვის დაჯილდოვდა. 

რადიოჰოლდინგის გენერალურ დირექტორს, თამარ ჩიგოგიძეს ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების გუნდის სახელით, სპეციალური დიპლომი გადაეცა ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროექტების მხარდაჭერისათვის.

”რადიოჰოლდინგი ”ფორტუნა” უკევე მე 3 წელია, რაც Wellcome to Georgia-ს საინფორმაციო მხარდამჭერია. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ შესაძლებლობა გვაქვს ჩვენი მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ტურიზმის სექტორის წახალისებასა და სტიმულირებაში. წელს ღონისძიება იყო უფრო მეტად გრანდიოზული და მასშტაბური, უფრო მეტი ღირსეული კანდიდატი იღებდა პროექტში მონაწილეობას. ეს კი თავისთავად ნიშნავს იმას, რომ ტურიზმის სექტორი ვითარდება, რაც ხელს უწყობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველა მონაწილე კომპანიას წინსვლა და განვითარება ვუსურვო”, – აღნიშნა თამარ ჩიგოგიძემ.

https://www.youtube.com/watch?v=00wjAPo8ces&feature=youtu.be

შეგახსენებთ, 6 დეკემბერს რუსთაველის თეატრში Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ოფიციალური ცერემონია გაიმართა, სადაც ტრადიციულად 21 გამარჯვებული გამოვლინდა, ამდენივე განსხვავებულ ნომინაციაში.

  1. საუკეთესო ბუტიკის ტიპის სასტუმრო – სასტუმრო კაბადონი”
  2. საუკეთესო სტანდარტული ტიპის სასტუმრო – სასტუმრო ივერია ინნ”
  3. საუკეთესო დელუქს ტიპის სასტუმრო – Radisson Blu Iveria Tbilisi
  4. საუკეთესო სპა და გამაჯანსაღებელი კურორტი – Rixos Borjomi
  5. საუკეთესო სამთო-სათხილამურო სასტუმრო – სასტუმრო Quadrum
  6. საუკეთესო ზღვისპირა სასტუმრო – Sheraton Batumi
  7. საუკეთესო დაბალბიუჯეტიანი სასტუმრო – „პუშკინის 10”
  8. საუკეთესო MICE ტურიზმი – Georgian Events
  9. საუკეთესო ღვინის ტურიზმი – „შატო მუხრანი”
  10. საუკეთესო სათავგადასავლო ტურიზმი – ტურისტული კომპლექსი ”ზეთა”
  11. საუკეთესო ტრადიციული ქართული რესტორანი – ”წისქვილი ჯგუფი”
  12. საუკეთესო მოგზაური ფოტოგრაფი – გიორგი ლიპარტელიანი
  13. კონცეფტუალური კაფე/რესტორანი – „სირაჯხანა”
  14. ტურისტული დანიშნულების საუკეთესო მარკეტინგული კამპანია – ge
  15. საუკეთესო სპეციალიზირებული ტურისტული სერვისი – ინკლუზიური ტურიზმის ცენტრიარსა”
  16. საუკეთესო საერთაშორისო ქსელის სასტუმრო საქართველოში – Acor ჯგუფის წევრი სასტუმრო მერკური თბილისი”
  17. წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კომპანია მცირ და საშუალო ბიზნესის მიმართულებით – Best Western Kutaisi
  18. საუკეთესო ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში – ინკლუზიური ტურიზმის ცენტრიპარსას” დამფუძნებელი თამარ მახარაშვილი
  19. საუკეთესო ფესტივალი ან ღონისძიება – Tbilisi Open Air
  20. საუკეთესო ფესტივალი ან ღონისძიების ჯილდო ასევე გადაეცა – ფოტოფესტივალ ”ქოლგას” უნიკალური კონცეფციისათვის, აღნიშნულმა ფესტივალმა შეძლო საქართველოს მონიშვნა მსოფლიო ფოტოგამოფენების რუკაზე.

დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა 700-ზე მეტი სტუმარი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – დიმიტრი ქუმსიშვილი; თბილისის მერი – კახა კალაძე; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმნისტრაციის ხელმძღვანელი- გიორგი ჩოგოვაძე, პროექტის ნომინანტები და პარტნიორები, სახელმწიფო სექტორი, ბიზნესსექტორი, საერთაშორისო და ადგილორივი მედია.

ცერემონია გახსნა თბილისის მერმა კახა კალაძე, მან განაცხადა რომ ტურისტული მიმართულებით ქვეყნის ცნობადობის ამაღლების დიდი პოტენციალი არსებობს და რომ ტურიზმის განვითარებაში თითოეული ამ სფეროში ჩართული კომპანიის როლი უმნიშვნელოვანესია. 

სტუმრებს მიესალმა დიმიტრიქუმსიშვილიც, რომელმაც ისაუბრა ქართული ეკონომიკისთვის ტურიზმის სექტორის მნიშვნელობაზე, ამ სფეროში მიმდინარე მიღწევებზე და პროექტის მნიშვნელობაზე.

სტუმრებს, პროექტის პარტნიორებსა და ნომინანტებს მიმართა და მადლობა გადაუხადა ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების დამფუძნებელმა მარინა ჩაიკამ, რომელმაც პროექტის  განვითარებასა და გლობალურ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. 

ცნობისთვის, “Welcome to Georgia!“-ს პროექტში წელს მონაწილეობა 320 ნომინანტმა მიიღო, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიაში მომუშავე კომპანიები, საქართველოს ყველა რეგიონიდან: სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ღონისძიებები და ფესტივალები, რესტორნები და კაფეები, ღვინის კომპანიები, მოგზაური ფოტოგრაფები და სხვა... თითოეული ნომინანტი საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდოლოგიის მიხედვით შეაფასა დაჯილდოების დამოუკიდებელმა ჟიურის შემადგენლობამ, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმისა და მომსახურეობის სფეროს პროფესიონალებისგან შედგებოდა, შესაფასებელი კატეგორიები თითოეულ ჟიურის წევრს განაწილებული ჰქონდა თავსი პროფესიული საქმიანობის მიხედვით. პროექტის გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის გარანტად უკვე მესამე წელია ჟიურის შეფასებას ინდივიდუალურად ყველა ნომინანტისთვის ითვლის და აჯამებს პროექტის დამოუკიდებელი აუდიტორი „ბიდიო საქართველო“ და ავლენს ფინალისტებს და გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში, რომელთა ვინაობაც ცნობილი გახდა 6 დეკემბერს, რუსთაველის თეატრში გამართულ Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მესამე ოფიციალური ცერემონიაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები