LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფორუმი Invest in Batumi: აჭარაში ინვესტიციები 17%-ით არის გაზრდილი

40

საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში ოფიციალური ვიზიტით აჭარაში ყაზახეთში მოქმედი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია „ყაზახ ინვესტის“ ხელმძღვანელი მეირჟან მაიკენოვი და ასტანაში სხვადასხვა მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებიან. კომპანია „ყაზახ ინვესტი“ ყაზახეთის ბაზარზე სამშენებლო სფეროში 50%-ით არის წარმოდგენილი.

“აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. ხელსაყრელმა და სტრატეგიულმა მდებარეობამ, მარტივმა და ლიბერალურმა საგადასახადო სისტემამ, არსებულმა მდიდარმა ბუნებრივმა რესურსებმა და თანამედროვე ინფრასტრუქტურამ აჭარას, მის ულამაზეს ქალაქ ბათუმს, ხელი შეუწყო გამხდარიყო პოპულარული საინვესტიციო და ტურისტული დანიშნულების ადგილი არამარტო საქართველოში, არამედ მთელი შავი ზღვის რეგიონში,“ – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში.

აჭარის ეკონომიკური პარამეტრების და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ისაუბრა:

„2016 წელს აჭარაში 428 მლნ დოლარის ოდენობის კერძო ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 71% უცხოური ინვესტიციაა. 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით კერძო ინვესტიციები 17%-ით არის გაზრდილი. ინვესტირების კუთხით წამყვანი ენერგეტიკის (45%), ტურიზმის (32%) და მშენებლობის (21%) სექტორებია“,- აღნიშნა რამაზ ბოლქვაძემ. ფორუმზე რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობებზე სპეციალური პრეზენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კონსტანტინე მეგრელიშვილმა გამართა.

ფორუმის მონაწილეებმა აჭარის საპრივატიზაციო ობიექტებზე, საქართველოში ბიზნესის დაწყების რეგულაციებზე, რეგიონის ეკონომიკის ძირითად პარამეტრებზე ინფორმაცია მიიღეს. სტუმრებს აჭარის უცხოენოვანი საინვესტიციო ვიდეო რგოლის ნახვის შესაძლებლობა მიეცათ.

შეხვედრაზე საუბარი კურორტი „გოდერძის“ საინვესტიციო შესაძლებლობებს შეეხო. პოტენციურმა ინვესტორებმა სამთო კურორტის პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. კურორტი „გოდერძის“ განვითარება აქტიურად მიმდინარეობს. საპრივატიზაციო პროცესი უკვე დაწყებულია. უკვე შეიქმნა კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლის ფარგლებშიც ტერიტორიის განვითარება მოხდება.

ფორუმის ფარგლებში აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ყაზახურ საინვესტიციო სააგენტო „ყაზახ ინვესტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი, ხელს შეუწყობს ქართველ მეწარმეებს შეუფერხებლად გაიტანონ თავიანთი პროდუქტი ყაზახურ ბაზრებზე. საინვესტიციო სააგენტო მეწარმეებს პარტნიორების მოძიებაში დაეხმარება, გარდა ამისა კონსულტაციებს გაუწევს საკანონმდებლო კუთხით, დაეხმარება საჭირო ლიცენზიების მოპოვებაში და ახალ ბაზრებზე გასვლაში.

ფორუმის მონაწილეებს აჭარის ტურიზმის და სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული პოტენციალის გაცნობის საშუალება მიეცათ.

ბიზნეს ფორუმს აჭარასა და ყაზახეთში სხვადასხვა სექტორში მოღვაწე კომპანიების წარმომამდგენლები ესწრებოდნენ. ფორუმის ფარგლებში ქართულ და ყაზახურ კომპანიებს შორის პირისპირ შეხვედრები გაიმართა, სადაც მხარეებს შორის საუბარი სამომავლო თანამშრომლობას შეეხო.

https://www.youtube.com/watch?v=9ZPVQTmwjSQ&feature=youtu.be

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები