LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოსტიდან გატაცებული 6200 ლარი – შსს-მ დამნაშავე დააკავა

61

რამდენიმე დღის წინ თბილისში „საქართველოს ფოსტაზე“ მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია. სამართალდამცველებმა ამ ბრალდებით 40 წლის მამაკაცი თბილისში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული ხუდადოვის ქუჩაზე მდებარე, „საქართველოს ფოსტის“ კუთვნილ სავაჭრო ჯიხურში შეიჭრა, 6200 ლარი გაიტაცა და მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მას 5-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები