LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში ხანძრისგან დაზარალებული სამი მოვაჭრე გადაიყვანეს (ვიდეო)

73

ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში ფოთის ბაზრობის კიდევ ორი დაზარალებული მოვაჭრე გადაიყვანეს, ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კლინიკის ხელმძღვანელის, ექიმის თეა მიგინეიშვილის თქმით, პაციენტებს შეყვანისას ჰიპერტონული კრიზი ჰქონდათ. ექიმის თქმით, ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეეხება ქალს, რომელმაც თვითდაზიანება მიიყენა, თეა გიგინეიშვილის განმარტებით, ის საავადმყოფოში ხელზე ნაკვეთი ჭრილობით შევიდა.

როგორც ექიმი განმარტავს, ქალს წინა მხრის არეში შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. ამჟამად, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ხანძარი ფოთის ბაზრობაზე დღეს დილით გაჩნდა.

ცეცხლი დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრ ფართობზე იყო გავრცელებული. ადგილზე განთავსებულია 50-მდე მაღაზია და 144-მდე დახლი.

სულ ხანძრის ჩაქრობას 9 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა, მათ შორის, მეზობელი რაიონებიდან ჩამოსული სახანძროები.

ფოთის ბაზრობაზე მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები