LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთის დრამატულ თეატრში ხვალ დაგეგმილი სპექტაკლი პროტესტის ნიშნად არ გაიმართება

101

ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ  თეატრში ხვალ დაგეგმილი სპექტაკლი პროტესტის ნიშნად არ გაიმართება, – ამის შესახებ თეატრის დირექტორმა თენგიზ ხუხიამ განაცხადა.
მისი თქმით, მიზეზი შენობაში არსებული მძიმე მდგომარეობაა. მისივე ინფორმაციით,  სამუშაო პროცესი იმ დრომდე შეჩერდება,  ვიდრე კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება და ყველა ის პრობლემა, რომელიც ახლა თეატრშია, არ მოგვარდება.
„მივიღეთ გადაწყვეტილება დროებით შევაჩეროთ სამუშაო პროცესი, რათა დაცული  იყოს ყველა ადამიანის უსაფრთხოება. რეალურად უამრავი პროექტი გვაქვს ჩაშვებული, რომლის გაჩერებას, რა თქმა უნდა არ ვაპირებთ, მაგრამ ამ კონკრეტულ სიტუაციაში, სანამ კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება და ყველა ის პრობლემა, რომელიც ახლა ამ შენობაშია, არ მოგვარდება, ვერ მივიღებთ ვერც მაყურებელს და ვერ ჩავატარებთ ვერც ერთ ღონისძიებას“, – აღნიშნა თენგიზ ხუხიამ.
მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კულტურის სამინისტროში შეხვედრაა დაგეგმილი და იმედოვნებს, რომ ფოთში კონკრეტული პასუხით დაბრუნდებიან.
ფოთის თეტრი 2014 წელს საზეიმო ვითარებაში გაიხსნა და უკვე ავარიულია. რამდენიმე  დღის წინ შენობაში ჭერის ნაწილი ჩამოინგრა. ორი წლის წინ კი, ლიფტი ჩავარდა, რის შედეგადაც მემანქანე დაშავდა. იგი ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის. შენობა 9 წლის განმავლობაში შენდებოდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები