LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთის ინდუსტრიული ზონა ჩინურ კომპანიაზე გასხვისდა

91

საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე ისაუბრეს სიემენში გამართულ ჩინურ-ქართულ ბიზნესფორუმზე ქართული დელეგაციის წევრებმა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.

ბიზნესფორუმის ფარგლებში საქართველოს მთავრობასა და უმსხვილეს ჩინურ კომპანია CEFC-ის შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ასევე ხელი მოაწერა შეთანხმებას ფოთის ინდუსტრიული ზონის 75 %-იანი წილის ჩინური კონგლომერატის CEFC-ისთვის გადაცემის შესახებ.

„შეთანხმება ითვალისწინებს კომპანია CEFC-ის მიერ ფოთის ინდუსტრიული ზონის მართვას, ფოთის ინდუსტრიული ზონის 75 %-ის გასხვისებას, რომელიც დღეს სახელმწიფოს ეკუთვნის. ფოთის ინდუსტრიული ზონა არის ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აქტივი და მისი გაცოცხლება, მისი აქტიური ამუშავება ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ჩვენი აზრით, ასეთი მსხვილი ჩინური კომპანიის გამოჩენა ჩვენს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმატების მომტანი იქნება. ვფიქრობთ, რომ ამ კომპანიას შესწევს უნარი, ძალა და ცოდნა იმისთვის, რომ მსგავსი რთული და მსხვილი პროექტები მართოს. უახლოეს მომავალში ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ ამ პროექტის განხორციელებაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები