LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთის პროკურორის ავტომანქანას, სავარაუდოდ, 4 ტყვია აქვს მოხვედრილი

33

ფოთის პროკურორის ავტომანქანას, 4 ტყვია აქვს მოხვედრილი, ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
ინციდენტს თვითმხილველი არ ჰყავს, ვინაიდან ის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც იმ მომენტში არავინ იმყოფებოდა.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, შემთხვევა პროკურორის გამოძიების ქვეშ მყოფ ერთ-ერთ საქმეს უკავშირდება, თუმცა ზუსტი მოტივის შესახებ კომენტარები არ კეთდება. თავად პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე, რომელიც ავტომანქანას მართავდა, არ დაშავებულა. მან ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები