LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთის თეატრში ჭერის ფრაგმენტი ჩამოვარდა

69

ფოთის თეატრში ჭერის ფრაგმენტი ჩამოვარდა. თეატრის დირექტორის, თენგიზ ხუხიას თქმით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა შენობაში არავინ იმყოფებოდა.

მისივე ინფორმაცით, მსგავსი შემთხვევა ადრეც ყოფილა და დიდი ხანია ითხოვენ, რომ აღნიშნული მდგომარეობით შესაბამისი სამსახურები დაინტერესდნენ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებისთანავე მივმართოთ კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რათა დაზიანებული უბნების შეკეთებამდე და შენობის უსაფრთხოების დადგენამდე შეჩერდეს ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრში სპექტაკლებისა და სხვა ღონისძიებების გამართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ფოთის თეატრი იხსნის პასუხისმგებლობას მოსალოდნელ შედეგებზე“, – აცხადებენ თეატრის ადმინისტრაციაში.

თეატრში არსებული ვითარების შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმირებულია. ,,მივმართავთ კულტურის სამინისტროს და შევეცდებით, აღნიშნული პრობლემის დროულად მოგვარებას ხელი შევუწყოთ“, – აღნიშნა მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილმა.

ფოთის თეატრის ახალი შენობის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა. ის 9 წლის განმავლობაში შენდებოდა და მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 11 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები