LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთისა და ზუგდიდის სამგზავრო მატარებლების საკონტაქტო ქსელს მეხი დაეცა

526

მძიმე მეტეოროლოგიური პირობების გამო ფოთისა და ზუგდიდის მატარებლების მოძრაობა შეფერხდა. როგორც  „საქართველოს რკინიგზაში“ განაცხადეს, ორივე სამგზავრო მატარებლის შემთხვევაში საკონტაქტო ქსელს მეხი დაეცა, რამაც მატარებლების მწყობრიდან გამოყვანა გამოიწვია. თუმცა, უწყების ინფორმაციით, ორივე შემთხვევაში პრობლემა მალე აღმოიფხვრა.
უწყების პრესსამსახურის განმარტებით, ამ ეტაპზე ორივე მატარებელი ჩვეულ რეჟიმში განაგრძბს მოძრაობას. ”დანარჩენები მატარებლები გრაფიკის მიხედვით მოძრაობენ და იმედი გვაქვს, ასეც გაგრძელდება”, – აცხადებენ უწყებაში.

 

 

წყარო:ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები