LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო სკარლეტთან – თაყვანისმცემელმა ოცნება აისრულა

27

უცნობი მამაკაცი სკარლეტ იოჰანსონთან ფოტოს გადასაღებად თურქეთის საომარ ბაზაზე შეიჭრა. ბედნიერმა ფანმა მიზანს მიაღწია, საყვარელ მსახიობთან ფოტო გადაიღო და სოციალურ ქსელშიც ატვირთა. მამაკაცმა იქვე აღნიშნა, რომ სკარლეტის სანახავად სამოქალაქო სამოსი ჩაიცვა და სამხედროების გვერდის ავლით ბაზაზე შესვლა მოახერხა. რატომღაც, მას ყურადღება არც დაცვამ არ მიაქცია და ცნობილ ლამაზმანთან ახლოს მიუშვა.

შეგახსენებთ, რომ სკარლეტ იოჰანსონი, მსახიობ კრის ევანსთან და კალათბურთელ რეი ალენთან ერთად ინჯირლიკში ჩავიდა და სამხედროებს დამდეგი შობა მიულოცა.  ინჯირლიკის ავიაბაზა ნატოს უმნიშვნელოვანესი სამხედრო ობიექტია და იქ თურქებთან ერთად ამერიკელი სამხედროებიც მსახურობენ.

https://twitter.com/tasharowmanoff/status/805872503709044736?ref_src=twsrc%5Etfw

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები