LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოები ჯორჯ და ამალ კლუნების ფეშენებელური სახლიდან

78

ცნობილია, რომ ჯორჯ და ამალ კლუნებს აქვთ რეზიდენცია კალიფორნიაში და ვილები ინგლისსა და იტალიაში. ცოტა ხნის წინ კი მეუღლეებმა ნიუ-ორკში ფეშენებელური აპარტამენტები შეიძინეს, რაც 65 მილიონი დოლარი დაჯდა. კლუნები ახალ სახლში გადასვლა 2017 წელს გეგმავენ, ჩვენ კი გვაქვს საშუალება დავათვალიეროთ ეს ულამაზესი სახლი. ესაა გემოვნებით მოწყობილი აპარტამენტი, რომელიც თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი. თავად ოთახები კი მინიმალისტურადაა დატვირთული.

ახალი სახლი ნიუ-იორკის ცენტრში მეუღლეებმა ერთად შეარჩიეს. ცნობილია, რომ ახალი სახლის გვერდით მდებარეობს გაეროს შტაბ-ბინა.

შეგახსენებთ, რომ ამალ კლუნი გაეროს უმაღლესი კომისარია ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში. ახალი აპარტამენტის გვერდითაა ასევე კოლუმბიის უნივერსიტეტი, სადაც ამალ კლუნი ლექციებს კითხულობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები