LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოგრაფი გია აბდალაძე მეუღლესთან ერთად დაკითხვაზე დაიბარეს

59

ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძე მეუღლესთან ერთად დაკითხვაზე დაიბარეს.

როგორც ფოტორეპორტიორმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას ე.წ. ფოტოგრაფების საქმის ერთ-ერთი მთავარი გამომძიებელი დაუკავშირდა და პროკურატურაში მეუღლესთან ერთად მისვლა სთხოვა.

„ჩემი მეუღლე პირველად არის დაბარებული. მე რამდეჯერმე ვიყავი. მითხრეს, რომ რაღაც დეტალების დაზუსტება უნდოდათ. მეუღლეს, ალბათ, გამოკითხავენ სახლში ჩატარებული ჩხრეკის ამბავს. ვფიქრობ, ე.წ. ფოტოგრაფების საქმე მალე დასრულდება და ნათელი მოეფინება ყველაფერს. ყოველშემთხვევაში, თითოეულ ჩვენგანს ამის იმედი გვაქვს“, – აღნიშნა გია აბდალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები