LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტოკონკურსი „ქოლგა“ 5 მაისს გაიხსნება

108

5 მაისს, 20:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის ხელშეწყობით, საერთაშორისო ფოტოკვირეული – KOLGA TBILISI PHOTO 2017, ფოტოკონკურსის წლის საუკეთესო ფოტოების ჩვენებითა და გამარჯვებულთა დაჯილდოებით გაიხსნება. გამარჯვებულთა დაჯილდოების შემდეგ  Band of Mellow-ის კონცერტი გაიმართება.

ფოტოკვირეული 5 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით უმასპინძლებს 15 საერთაშორისო და ადგილობრივ ჯგუფურ და ინდივიდუალურ გამოფენას, ვორქშოფებს, დისკუსიებს, ლექციებს, შეხვედრებს უცხოელ ფოტოგრაფებთან და პორტფოლიო განხილვებს.  საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა” უკვე 16 წელია, რაც ყოველწლიურად წარმატებით მიმდინარეობს. მონაწილეთა მრავალფეროვნებამ და ფოტოკონკურსის საერთაშორისო დონემ განაპირობა კონკურსში მიღებული ფოტოების მაღალი ხარისხი.

წელს ფოტოკონკურსი შემდეგ ნომინაციებში გამოცხადდა: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტოპროექტი, ერთი კადრი და ნომინაცია ჰუავეი მობილური ფოტო, ქვენომინაციებით ერთი კადრი და მობილური ფოტო სერია. წლევანდელი ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს და გამარჯვებულები 5 მაისს, „წლის საუკეთესო ფოტოების” ჩვენებაზე გამოცხადდებიან.

ფოტოკონკურს „ქოლგას” საპრიზო ფონდი შეადგენს 6 000 აშშ დოლარს,  ეს თანხა პირველ ოთხ ნომინაციაში გამარჯვებულებს თანაბრად გაუნაწილდებათ, თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს ერგებათ 1500-1500 აშშ დოლარი, ხოლო მობილური ფოტონომინაციის კატეგორიაში  გამარჯვებულებს  (ქვენომინაციებში: ერთი კადრი და მობილური ფოტო სერია) გადაეცემათ სპეციალური პრიზი – მობილური ტელეფონი HUAWEI P10, Co-Engineered With Leica მოდელი.

ფოტოკონკურსზე წელსაც გაიცემა პრემია: KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD. პრემია გადაეცემა 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ფოტოგრაფს, რომლის ფოტოსერიაც ამოირჩევა შემდეგ ნომინაციებში გასული ფოტო პროექტებიდან: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი და კონცეპტუალური ფოტოპროექტი.

 

პრემიის იდეის ავტორია ფოტოკვირეულის თანაორგანიზატორი თეონა გოგიჩაიშვილი. პრემია დააწესა გერმანელმა ხელოვანმა,  Peter Moennig Foundation-ის დამფუძნებელმა პეტერ მიონიგმა. ის, ასევე, Rotary Club Rustavi/Georgia-ს ერთ-ერთი სპონსორია. პრემიალური თანხა 500 €-ს შეადგენს. ამ პრემიის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ფოტოგრაფებს პროფესიულ განვითარებასა და ფოტოგრაფიის სამყაროში გზის გაკვალვაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები