LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში ბიძინას ბაობაბები ჩამოვიდა – ნატა ფერაძე

2391

ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა, შესაძლოა კიდევ რამდენიმე ხეს გადააცურინა ზღვა.

როგორც “პარტიზანული მებაღეობის” წარმომადგენელი ნატა ფერაძე წერს, ამჯერად “მოქალაქე” ივანიშვილის ინტერესში ბაობაბია.

მისივე ინფორმაციით, ივანიშვილის ბაობაბები ფოთის პორტში უკვე შემოიყვანა.

ჯერჯერობით უცნობია ინფორმაციის სიზუსტე და ასევე ის, თუ სად აპირებს მილიარდერი მის დარგვას.

ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი მშენებარე პარკისთვის, ბაობაბის ჯიშის ასწლოვანი ხე, გასული წლის ნოემბერშიც შეიძინა – 45 ათას დოლარად.

თუმცა, დღევანდელისგან განსხვევებით წინა ბაობაბი, ოზურგეთის სოფელ მერიაში, გობრონიძეების ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთში იზრდებოდა.

ბაობაბი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და უძველესი ხეა. ლეგენდარული ხე დედამიწის სიმბოლოა. ის აფრიკის სავანებში იზრდება. მისი გაშენება ტროპიკებშია რეკომენდირებული.

ერთ-ერთი ყველაზე სქელი ხის ნაყოფი მსოფლიოში საკვებადაც გამოიყენება.
ბაობაბი არა მარტო გარეგნული ფორმით არის საინტერესო. მას მაგიურ თვისებებსაც მიაწერენ: ბაობაბის ფოთლებს იყენებენ სურვილების ასრულების ბანგის დასამზადებლად.

ბაობაბის ქერქისგან დამზადებული ბანგი ადამიანს ძალასა და ფიზიკურ გამძლეობას აძლევს. ამ ხის ნედლეულს თილისმისთვის იყენებენ.

ვინაიდან ბაობაბს უნივერსალური მაგიური ზემოქმედების უნარი აქვს, ამბობენ, რომ მისგან დამზადებული თილისმა ადამიანს ყოველმხრივ შველის – მოაქვს სიყვარული, ბარაქა, ჯანმრთელობა.

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი ხე არ იქნება, რომელმაც ივანიშვილის წყალობით, ზღვა გადაცურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები