LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში ხანძარს ხანდაზმული მამაკაცი ემსხვერპლა

73

ფოთში, დუმბაძის ქუჩაზე ხანძარს ხანდაზმული მამაკაცი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, დაიწვა ორსართულიანი სახლი, განადგურდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.

„გამოძახებისთანავე მივედით შემთხვევის ადგილზე. სახლში მყოფ ახალგაზრდა მამაკაცს სამედიცინო დახმარება გავუწიეთ. ხანდაზმული მამაკაცი კი გარდაცვლილი დაგვხვდა“ – განაცხადა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის მორიგე ექიმმა, ლუარა ჯახიამ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო მანქანა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები