LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფოთში მეტროს ჭერი ვერ ჩამოინგრევა, რადგან არ არსებობს მეტროსადგური, მაგრამ არსებობს ფოთის თეატრის შენობა…“

93

თენგიზ ხუხია სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს, სადაც ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამონგრევასა და ფოთის თეატრს შორის პარალელს ავლებს და აღნიშნავს, რომ მართალია, ფოთის თეატრში მეტრო ვერ ჩამოინგრევა, რადგან ის არ არსებობს, მაგრამ სამაგიეროდ, იგივე ემუქრება ფოთის თეატრს.

თენგიზ ხუხია წერს:

„თბილისში 23 მეტროსადგურია. აქედან ერთში დაკიდული ჭერი ჩამოინგრა. ეს ტრაგედია არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოხდა. ქალაქ ფოთში მეტროსადგურის ჭერი არასოდეს ჩამოინგრევა ერთი მარტივი მიზეზის გამო, რადგან ფოთში არ არსებობს მეტროსადგური, მაგრამ არსებობს ფოთის თეატრის შენობა…“

მანამდე თავად ფოთის თეატრის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც საუბარია შენობის სავალალო მდგომარეობაზე. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„უბედური შემთხვევა ვარკეთილის მეტროში არის კიდევ ერთი სიგნალი იმისა, რომ ექსპლუატაციაში ახლად მიღებული შენობების სამშენებლო სამუშაოების ხარისხი შესასწავლია. გასამკაცრებელია ექსპლუატაციაში მიღების სტანდარტები. პასუხისმგებელმა პირებმა უნდა კარგად გაიაზრონ მოსალოდნელი შედეგები.

ფოთის თეატრის შემთხვევაშიც ასეა – . შენობას სჭირდება სასწრაფო ექსპერტიზა და რეაბილიტაცია. თეატრის შენობის პრობლემებზე ინფორმირებულია კულტურისა და სპორტის სანიმისტრო, ფოთის მერია და სამშენებლო კომპანია, რომელიც აწარმოებდა ფოთის თეატრის შენობის სამშენებლო სამუშაოებს. შენობა ექსპლუატაციაში მიღებულია 2014 წელს. ხელშეკრულების თანახმად, რომელიც ფოთის მერიასა (სამშენებლო სამუშაოების დამკვეთი) და სამშენებლო კომპანიას შორის არის დადებული, სამშენებლო კოპანია ვალდებულია 5 წლის განმავლობაში გამოასწოროს ყველა გამოვლენილი ხარვეზი. უმოკლეს დროში ველოდებით თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით პროცესების დაწყებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიტოვებთ უფლებას, ვიმოქმოდოდ ჩვენი შეხედულებისამებრ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საშუალების გამოყენებით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები