LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

89

ზუდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთის პოლიციის თანამშრომელს აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე 20 000 გირაოს, პროკურატურა კი წინასწარ პატირმობას ითხოვდა. პროკურატურა თავისი მოთხოვნის მოტივად იმას ასახელებდა, რომ ბრალდებული პოლიციელი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა და მისი მიმალვის საფრთხე არსებობს.

როგორც ბრალდებულის ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა, სასამათლოს არ ეყო გამბედაობა და ეს გადაწყვეტილება სისტემის პარალიზებას გამოიწვევს.

23 ივლისს ფოთში,  სწრაფი ჩარიცხვის პარატის გატეხვის დროს წინააღმდეგობის გაწევისას, პოლიციელის მიერ თავში მიყენებული ჭრილობით გარდაიცვალა.

მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს ბრალი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის წაუყენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები