LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში, ნაბადის უბანში, ყოფილი სასწავლო ცენტრის შენობას ცეცხლი გაუჩნდა

448

წუხელ ფოთში, ნაბადის უბანში, ყოფილი სასწავლო ცენტრის შენობას ცეცხლი გაუჩნდა და ერთი საცხოვრებელი ბინა დაიწვა.შემთხვევის შედეგად 10 წლის მოზარდი დაშავდა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით,  მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კორპუსში, სადაც ხანძარი გაჩნდა, სოციალურად დაუცველი ოჯახები ცხოვრობენ. მთლინად დამწვარია მხოლოდ ერთი ბინა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და სახანძრო-სამაშველო სამსახურის ჯგუფები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები