LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთმა მეთევზემ ვენები გადაიჭრა

119

ფოთში რამდენიმე წუთის წინ ერთ-ერთმა მეთევზემ ვენები გადაიჭრა. იგი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, მეთევზის მდგომარეობა, რომელმაც ვენები გადაიჭრა, სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მეთევზეებმა ცენტრალური მაგისტრალი გადაკეტეს.

პარალელურად კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ შენობაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ის ფოთში მეთევზეების პრობლემების მოსასმენად და მათი გადაჭრის გზების განსახილველად ჩავიდა. მეთევზეების თქმით, დღევანდელი კანონმდებლობით, პალიასტომის ტბაზე თავისუფალი თევზჭერა და ძრავიანი ნავით გადაადგილება ეზღუდებათ.ისინი კანონში ცვლილებების შეტანას ითხოვენ.

მეთევზეებმა დღეს დილით მალთაყვის უბანში საპროტესტო აქცია გამართეს. მათ პალიასტომის ტბაზე არსებული შეზღუდვები გააპროტესტეს.

 

 

წყარო: ინტერპრესნიუსი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები