LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოთში საბავშვო ბაღი გაქურდეს

43

ფოთში, ნაბადის უბანში, მე-3 საბავშვო ბაღი გაქურდეს. წინასწარი ინფორმაციით, ქურდობა სავარაუდოდ, წუხელ მოხდა. ბაღიდან წაღებულია მუსიკალური ტექნიკა.

როგორც “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე შეტყობინება უწყებაში დღეს შევიდა. ზარალის შესახებ ინფორმაცია კი გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები