LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Fox News-ის ვებგვერდზე გიორგი კვირიკაშვილის წერილი გამოქვეყნდა

87

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის სავაჭრო შეთანხმება ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის და ენერგო უსაფრთხოებას გაზრდის. საქართველოს პრემიერმინისტრის ამ განცხადებით სტატიას Fox News-ი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსებულ მასალაში გიორგი კვირიკაშვილის ინტერვიუს ფრაგმენტებია გამოქვეყნებული. Fox News-თან საუბრისას, საქართველოს პრემიერმინისტრი აღნიშნავს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და ამერიკელ კანონმდებლებთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა, უსაფრთხოებისა და ვაჭრობის პერსპექტივები იყო.

სტატიაში ყურადღება გამახვილებულია ტურისტულ პოტენციალზეც და აღნიშნულია, რომ საქართველო აუცილებლად სანახავი ქვეყნების სიაშია.

საქართველოს პრემიერმინისტრმა სამუშაო ვიზიტი აშშ-ში 23 მაისს დაასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები