LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგი ბიზნესმენები ქართული საბრენდე სპირტით ინტერესდებიან

50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ფრანგ ბიზნესმენებს, კონიაკის მწარმოებელი კომპანიის „პრულო“ დამფუძნებელს, რიჩარდ პრულოს და კომპანიის ექსპორტის მენეჯერს, იუჟენ ჯილეტს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქართული საბრენდე სპირტის ევროპის ბაზარზე ექსპორტის პერსპექტივები განიხილეს. დავითაშვილმა საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ტრადიციაზე ვრცლად ისაუბრა და უკანასკნელ წლებში ახალი ვენახების გაშენების ზრდის ტენდენციას გაუსვა ხაზი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ დარგის განვითარების ხელშეწყობის შედეგად, საბრენდე სპირტის ექსპორტიც მზარდი დინამიკით ხასიათდება.

ლევან დავითაშვილმა შეხვედრაზე საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლის – „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“, ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელობის შესახებაც ისაუბრა და ფრანგულ მხარესთან საბრენდე სპირტის ექსპორტის კუთხით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები