LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგული კომპანია საქართველოში ღვინის ბრენდის წარმოებით დაინტერესდა

175

საფრანგეთში კონიაკის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Distillerie Tessendier & Fils  საქართველოში ღვინის ბრენდის წარმოებით დაინტერესდა. კომპანიის დირექტორი ჟერომ ტესანდიე სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა, სადაც აგრარულ დარგში არსებული ვითარება განიხილეს.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა სტუმრებს აგრარულ დარგში არსებული ვითარების, მათ შორის, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ლევან დავითაშვილმა საქართველოში ღვინის კულტურის რვაათასწლიან ისტორიაზე, ქართულ მევენახეობა-მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებზე, დაგროვილ უნიკალურ გამოცდილებაზე, ვაზის კულტურის გაშენებისა და ღვინის წარმოების მდიდარ ჩვევებზე ისაუბრა და ყურადღება საკონიაკე სპირტების მწარმოებელ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიაზე “ Bolero & Company ” გაამახვილა. აღნიშნული კომპანია ლიდერ პოზიციას იკავებს საქართველოში საკონიაკე სპირტების ექსპორტის სფეროში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით (DCFTA) საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და ქართული აგროსასურსათო პროდუქციისთვის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის საკითხებს.

ლევან დავითაშვილმა საქართველოს ევროპის და აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის, აგრარული მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელების და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ბოლო წლების განმავლობაში ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის შემდგომ კი, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავა.

ფრანგულმა მხარემ ქართული ღვინის ბრენდის ექსპორტის ზრდის შესაძლებლობები და ქართული საბრენდე სპირტის საფრანგეთისა და ჩინეთის ბაზარზე გასვლის პერსპექტივები განიხილა და ქართულ მხარესთან ერთად ერთობლივი პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები