LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგული კომპანიები საქართველოში ინვესტირებით ინტერესდებიან

197

ფრანგული ბიზნეს კონფედერაცია საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობებს ეცნობა.
MEDEF International-ის დელეგაციას საპარტნიორო ფონდის წარმომადგენლები შეხვდნენ. მათ ფრანგული დელეგაციისთვის ფონდის საქმიანობის, განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ პრეზენტაცია გააკეთეს.
ცნობისთვის, MEDEF International-ი 1989 წელს დაარსებული ფრანგული ბიზნეს კონფედერაციაა, რომელიც 750 000 კერძო კომპანიას აერთიანებს და ყველაზე წარმომადგენლობითია საფრანგეთში.

ფრანგული დელეგაციის შემადგენლობაში 34 კომპანიის წარმომადგენლები არიან ეკონომიკის სხვადასხვა, მათ შორის, საავიაციო, სარკინიგზო, სამშენებლო, ენერგეტიკული, საკომუნიკაციო, იურიდიული, საინჟინრო და სასათბურე ბიზნესის სექტორებიდან.

MEDEF International-ის ზოგიერთი წევრი კომპანია უკვე საქმიანობს ქართულ ბაზარზე, თუმცა დელეგაციაში არიან ისეთი კომპანიის წარმომადგენლები (AIRBUS, EUTELSAT, SUEZ, IVECO, SETEC INTERNATIONAL), რომლებისთვისაც ეს პირველი ვიზიტია ქვეყანაში. დელეგაციის წევრები სამინისტროების წარმომადგენლებს, ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო ფონდებსა და კერძო კომპანიების პირველ პირებს ხვდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები