LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Freedom House არაობიექტურ შეფასებებს ავრცელებს- პრემიერი

64

Freedom House-ის შეფასება არის უკიდურესად არაობიექტური, ეყრდნობა აბსოლუტურად დაუბალანსებელ ინფორმაციას – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, Freedom House-ი კარგად უნდა დაფიქრდეს, როდესაც ასეთ არაობიექტურ ინფორმაციას და შეფასებებს ავრცელებს საქართველოში დემოკრატიის განვითარების ხარისხთან დაკავშირებით. პრემიერი უერთდება ირაკლი კობახიძის შეფასებებს ამ საკითხზე.

“2012 წლის შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ხელისუფლებაში მოვიდა, მართალია, მას შემდეგ რამდენიმე პრემიერი შეიცვალა, მაგრამ მთავარი ტენდენცია, რომელიც ქვეყანაში დამკვიდრდა, არის დემოკრატიის სრულიად სხვა ხარისხში აყვანა, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო სექტორი, მედია თავისუფლების სრულიად სხვა დონე, ადამიანის უფლებების მიმართულებაში თვისობრივად განსხვავებული სიტუაცია…

მარტო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში 2010-2011 წლებში, წელიწადში 350-დან 400-მდე საჩივარი შედიოდა, ხოლო, 2017 წლის მონაცემებით, ეს რიცხვი 70-ს ქვემოთ არის, რაც, ჩემი აზრით, უდიდესი პროგრესია. რა თქმა უნდა, ეს არ არის თვითკმაყოფილების საბაბი და ჩვენ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი იმისათვის, რომ მართლაც ევროპული დემოკრატია შევქმნათ,” – აღნიშნა პრემიერმა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები