LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

freedom house საქართველოს შეფასებაში ცდება – სოზარ სუბარი

83

როდესაც ნაკლებად თავისუფალ ქვეყნად დასახელების საფუძვლად აღებული არის მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებები, მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში freedom house ცდება, – ასე გამოეხმაურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი freedom house-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის თანახმადაც, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში შედის.

“ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებით საქართველოს საკონსტიტუციო მოწყობა არის გაცილებით წინ, ვიდრე ოდესმე ყოფილა დამოუკიდებლობის წლების პერიოდში. ასე, რომ მე ვერ გავაკეთებ კომენტარს იმაზე, თუ რით ისარგებლა freedom house-მა. შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერ პარტიას აქვს მოგების შანსი, ვისაც აქვს მხარდაჭერა და ვისაც არ ექნება მხარდაჭერა დარჩება 0,1%-იანი პარტიების რიგში. “ქართულ ოცნებას” აქვს მხარდაჭერა და ნებისმიერ პარტიას რომელსაც მხარდაჭერა ექნება, აქვს შანსი ჩვენი წარმატება გაიმეოროს”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში თავისუფლების შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. აღნიშნული ანგარიშის თანახმად, საქართველო ბოლო წლების მსგავსად, კვლავ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში შედის. ჯამური 100 ქულიდან საქართველოს 64 ქულა აქვს მინიჭებული.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მმართველმა „ქართულმა ოცნებამ“ ახლახან საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რომელიც „მისი მფარველი მილიარდერის ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, ოპოზიციისთვის მომავალ არჩევნებზე ეფექტური წინააღმდეგობის გაწევას ნაკლებად სავარაუდოდ გახდის და მოსალოდნელია, რომ მომდევნო წლებში მმართველი პარტიის მხრიდან კონტროლის გამყარებას ექნება ადგილი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები