LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრთხილად! გამორთული ტელევიზორებიდან გისმენენ – Wikileaks

69

საიტმა Wikileaks გაასაჯაროვა ათასამდე დოკუმენტი, რომლებიც, პუბლიკაციის ავტორის თქმით, აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) მიერ გამოყენებულ ჰაკერულ თავდასხმებს ასახავს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, დოკუმენტებში საუბარია, რომ კომპიუტერების და სმარტფონებისთვის შექმნილი ვირუსების გარდა შეიმუშავეს პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც „ჭკვიან“ ტელევიზორებს მოსასმენ მოწყობილობად აქცევს.

Wikileaks-ის ინფორმაციით, კიბერიარაღის არსენალში CIA-ს აქვს ვირუსებიც, რომლითაც მარტივად შეაღწევენ Windows, Android, iOS, OSX, Linux ოპერაციულ სისტემებსა და ინტერნეტ-როუტერებში.

პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილი აშშ-ში შეიმუშავეს, თუმცა ბრიტანული სადაზვერვო სამსახური დაეხმარა CIA-ს შეექმნათ ვირუსი, რომლითაც „სამსუნგის“ ტელევიზორებში „შეაღწევდნენ“.

Wikileaks-ის ინფორმაციაზე პასუხის გაცემისგან ბრიტანეთის შსს-სა და აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს პრესსამსახურების წარმომადგენლებმა უარი თქვეს.

საიტზე აღნიშნულია, რომ წყარომ ინფორმაცია გაუზიარა, რათა დაიწყოს დისკუსია, გადის თუ არა CIA-ს ჰაკერების მუშაობა კანონიერი ჩარჩოებიდან.

2014 წლის დოკუმენტების მიხედვით, ჰაკერულ თავდასხმას „სამსუნგის“ F8000 სერიის ტელევიზორებზე კოდური სახელწოდება Weeping Angel („მტირალი ანგელოზი“) ერქვა.

მაშინ, როდესაც ტელევიზორის მფლობელს ჰგონია, რომ ის გამორთულია, ტელევიზორი იწერს ოთახის ყველა ხმას და wi-fi-ს საშუალებით ჩანაწერს CIA-ს სერვერებს აწვდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები