LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრთხილად: ყავა ცხელია – ყველაზე სულელური ინსტრუქციები

190

როგორც აღმოჩნდა, სულელური ინსტრუქციები სხვადასხვა მიზეზით ჩნდება. ზოგჯერ კომპანია რეკომენდაციას საკუთარ პროდუქციაზე სასამართლო სარჩელის თავიდან აცილების მიზნით ბეჭდავს. ცნობილია შემთხვევა, როცა ქალბატონი McDonald’s-ში შეძენილი ცხელი ყავით დაიწვა და მატერიალური ზარალის ასანაზღაურებლად კომპანიას მილიონი დოლარი გამოსტყუა. სწორედ მას შემდეგ გაჩნდა ყავის ჭიქაზე წარწერა: „ფრთხილად: ყავა ცხელია“.

ზოგჯერ ინსტრუქციის აზრი თარგმანის დროს იკარგება, ზოგჯერ კი, სულელური წარწერები ჩვეულებრივი სიბრიყვის შედეგია.

 

* წარწერა საძილე საშუალების შეკვრაზე: „ფრთხილად! იწვევს ძილს“.

* ინსტრუქცია Sears-ის კომპანიის ფენზე: „არ გამოიყენოთ ძილში“.

* წარწერა ტორტის ყუთის ძირზე: „არ გადმოატრიალოთ“.

* ინსტრუქცია გაყინული პიცის ყუთზე: „გაცხელების შემდეგ საკვები ცხელი იქნება“.

* ინსტრუქცია Rowenta-ს უთოზე: „არ გაიუთაოთ ტანსაცმელი ტანზე“.

* წარწერა თხილის შეკვრაზე: „ფრთხილად, შეიცავს თხილს“.

* წარწერა თხილის შეკვრაზე, რომელსაც ავიაკომპანია American Airlines-ის თვითმფრინავებში სთავაზობენ მგზავრებს: „ინსტრუქცია: გახსენით პაკეტი, შეჭამეთ თხილი“.

* წარწერა სუპერმენის საბავშვო კოსტუმზე: „კოსტუმის ტარება ვერ დაგეხმარებათ ფრენაში“.

* ინსტრუქცია მისალოც ღია ბარათზე: „საშობაო ღია ბარათები შობის დღესასწაულზე უნდა აჩუქოთ“.

* ერთ-ერთი სარკინიგზო სადგურის პლაკატი წარწერით: „ყურადღება! მაღალი ძაბვის სადენებთან შეხება იწვევს წამიერ სიკვდილს. წესის დამრღვევი დაჯარიმდება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები