LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქოლოგებმა 4 წელს ზევით ბავშვებისთვის საუკეთესო მულტფილმი დაასახელეს

1853

ინტერაქტიული და განსავითარებელი მულტფილმი „მოგზაური დორა“ ამერიკელი და კანადელი ანიმატორების მიერაა შექმნილი. ანიმაციური სერიალის ეპიზოდებზე ქვეყნის საუკეთესო მულტიპლიკატორები მუშაობდნენ. ფსიქოლოგები თვლიან, რომ პირველი 4 სეზონი ფანტასტიკურია 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, ხოლო შემდეგი სეზონები უფრო მოზრდილებისთვის.  ჩვენ უკვე ვისაუბრეთ, რომ 2 წლამდე პატარებისთვის განსავითარებელ მულტფილმებს შორის ფსიქოლოგებმა უპირატესობა Baby Einstein-ს მიანიჭეს.

რაც ეხება თავად მულტფილმს, „მოგზაური დორა“ არის ჭკვიანი და ცნობისმოყვარე გოგონა. მას დამხარეები ჰყავს, რომლებიც ყველა თავგადასავალის დროს მთავარ გმირთან ერთად არიან. მულტფილმის ყველა ეპიზოდიში მთავარ გმირებს სხვადასხვა დავალების შესრულება უწევთ. ყოველ ახალ სერიაში მათ წინაშე ახალი შესაძლებლობები იშლება. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ინტერაქტიული თამაშის ხასიათს ატარებს. სერიალის დასაწყისში დორა თავისი მეგობრების ისტორიას ყვება და მაყურებელს მოუწოდებს დაეხმარონ მას. ყოველი ახალი სერიით ბავშვები რაღაც ახალს სწავლობენ, იმახსოვრებენ როგორ გაართვან თავი რთულ ამოცანას, როგორ გადალახონ სიძნელეები და როგორ განსაზღვრონ პრიორიტეტები. ეს ერთადერთი მულტფილმია, სადაც ცოცხალი კომუნიკაციის ეფექტი იქმნება. როგორც წესი, მულტფილმებთან მიმართებაში ფსიქოლოგები ხშირად ცალმხრვი კომუნიკაციის პრობლემაზე საუბრობენ.

ამავე დროს „მოგზაური დორა“ პატარებს ინგლისურის შესწავლაშიც ეხმარება. დორას გმირი გამოკვეთილად საუბრობს და ხშირად ერთსა და იმავე სიტყვას რამდენჯერმე იმეორებს. ესეც სპეციალურად გათვლილი ხრიკია, რათა ბავშვმა ერთის მრივ სწორად გაიგოს ნათქვამი და მეორეს მხრივ, შეისწავლოს ენა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ანიმაციური სერიალის ტექნიკური ნაწილი. ესაა ძალიან ლამაზი მულტფილმი, კარგი სიმღერებითა და ცეკვებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები