LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქოლოგებმა ბედნიერი ურთიერთობის 3 მთავარი ნიშანი გამოავლინეს

91

ფსიქოლოგებმა ბედნიერი ურთიერთობის მთავარი ნიშნები გამოავლინეს. ბედნიერება უბრალოდ არ მოდის და მას ორი ემოციურად ჯანსაღი, მოსიყვარულე ადამიანის მიერ დიდი თავგანწირვა და შრომა სჭირდება.

ექსპერტებმა დაასახელეს რამდენიმე ჩვევა, რომელსაც ერთგული პარტნიორები ყოველთვის იცავენ. პირველი ესაა გამარჯობა-ნახვამდის კოცნა. წყვილმა ერთმანეთის ნახვა თუ დამშვიდობება ყოველთვის უნდა შეიმჩნიოს და ეს მომენტი ყოველდღიურმა რუტინამ არ უნდა გააქროს.

მეორე ეს არის გულუხვი კომპლიმენტები, საყვარელი ადამიანის შექება არასდროს არ არის ზედმეტი.

დაბოლოს, მესამე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი – ისინი ყურადღებას პარტნიორის იმ თვისებებს აქცევენ, რომელიც მოსწონთ, ხოლო რაც არ მოსწონთ ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. ურთიერთობაში ყველაზე მთავარი ხომ ურთიერთგაგებაა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები