LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქოლოგებმა დაასახელეს მულტფილმი, რომელიც ბავშვს განვითარებაში ეხმარება

279

დიდი ინტერესი გამოიწვია fortuna.ge-ზე გამოქვეყნებულმა მასალამ მულტფილმების შესახებ. ჩვენ ვწერდით იმ ანიმაციურ ფილმებზე, რომლებიც, ფსიქოლოგების აზრით, უარყოფითად მოქმედებს ბავშვებზე. მათ შორის იყო პოპულარული საბავშვო სერიალი „მაშა და დათვი“.

ამჯერად, გადავწყვიტეთ, იმ მულტფილმზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც ყველაზე უკეთ ანვითარებს ბავშვების წამოსახვას. აღმოჩნდა, რომ ესაა Disney-ის პოპულარული პროექტი Baby Einstein. ესაა მულტფილმების სერია, რომელიც 6-7 თვიდან ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და ორიენტირდება მათი ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებაზე. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ Baby Einstein-ის ანიმაციურ ფილმებში სიუჟეტი ბავშვის ასაკისთვის გასაგებ ენაზეა შექმნილი. ასევე კარგადაა გამოკვეთილი ფორმები და სახეები, რაც ბავშვს გმირების სწორად აღქმაში ეხმარება.

როგორც ამბობენ, ესაა კარგი საშუალება ბავშვისთვის მეტი გაიგოს გარე სამყაროს შესახებ. Walt Disney-ის მიერ შექმნილი კომპანიის „ეინშტეინის ბავშვის“ ანიმაციური ფილმების სერია, რომელიც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვისაა შექმნილი, არ მოქმედებს უარყოფითად ბავშვებზე. მეტიც, ესაა საუკეთესო საშუალება თქვენი პატარებისთვის, ისწავლონ წელიწადის დროები, ცხოველთა დასახელებები, შეიცნონ ფერები და სხვადასხვა ფორმები.

https://www.youtube.com/watch?v=dXpfpqsVnu0&list=PL1dtzy8DlMki1ynRvvVc8yyMsck3GYVgE

https://www.youtube.com/watch?v=0jUeX6tj8rs&list=PL1dtzy8DlMki1ynRvvVc8yyMsck3GYVgE&index=3

https://www.youtube.com/watch?v=tKleSXjTUoc

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები