LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქოლოგიურმა ექსპერტიზამ უნდა დაადასტუროს, რომ მაქარაშვილმა ტანჯვა განიცადა -პროკურატურა

112

პროკურატურა გიგა მაქარაშვილისთვის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნას განმარტავს. უწყების განცხადებით, მაქარაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველია მისივე ჩვენება, იმის შესახებ, რომ აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას, ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრამვა.

გორის მერიის თანამშრომლის მიერ მაქარაშვილისთვის თავზე ნაგვის ურნის ჩამომხობის ფაქტზე გამოძიება სს კოდქესის 144-ე მე-3 პრიმა მუხლით მიმდინარებს, რაც დამამცირებელ ან არაადამიანური მოპყრობას გულისხმობს, რომელიც პირს ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.

„თუ ექსპერტიზის დასკვნა არ იქნება, კანონით არ გვაქვს უფლება, რომ ადამიანს მივანიჭოთ დაზარალებულის სტატუსი. იმისთვის გაკეთდა ექსპერტიზა, რომ რა მუხლითაც არის გამოძიება დაწყებული, დადასტურდეს ამ ექსპერტიზით. რასაც წერს ჩვენებაში, რომ განიცადა მორალური და ფსიქოლოგიური ტანჯვა, უნდა გაამყარდეს ექსპერტიზის დასკვნით ეს ნათქვამი, რაც არის კანონის მოთხოვნა” – აცხადებენ პროკურატურაში.

გორის მერიის თანამშრომელმა სამოქალაქო აქტივისტ გიგა მაქარაშვილს, რომელმაც სხვა აქტივისტებთან ერთად გორის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართა, თავზე ნაგვის ურნა ჩამოამხო. შემთხვევის ამსახველი კადრები ტელეკომპანია „დიამ,“ გაავრცელა. პირი, რომელმაც მაქარაშვილს ურნა თავზე დაამხო, თემურ მანველიშვილია, გორის მერიის ადმინისტრაციის უფროსი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები