LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქოტროპული აფთიაქების 18 ხელმძღვანელის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

104

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმის ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი  36 აფთიაქი  მოქალაქეებზე, მათ შორის, არასრულწლოვან პირებზე,  ფსიქოტროპულ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე ჰყიდდა, რითაც  ხელს უწყობდნენ ე. წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“ და ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უქმნიდნენ საფრთხეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ  36 აფთიაქის  მიერ 2014 წლიდან 2016 წლის ჩათვლით (3 წლის განმავლობაში) , ყოველგვარი რეცეპტის გარეშე, 14 590 866 ერთეული, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული-ფსიქოტროპული მედიკამენტი გაიყიდა, რითაც აფთიაქის ხელმძღვანელმა პირებმა  ჯამში 15 მილიოზე მეტი ლარის  უკანონო შემოსავალი მიიღეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც  3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები