LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფსიქოტროპული აფთიაქის დაყაჩაღების ბრალდებით 2 პირი დააკავეს

94

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი 2 პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულებმა მიმდინარე წლის 23 აპრილს თბილისში, ი.ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ფსიქოტროპული აფთიაქის გამყიდველს ცივი იარაღის მუქარით, თანხა და პირადი ნივთები გასტაცეს. ერთ-ერთმა თავდამსხმელმა ქალს მსუბუქი ჭრილობა მიაყენა. დაშავებულს კლინიკაში სამედიცინო დახმარება გაეწია და სახლში გაწერეს.

სამართალდამცველებმა აღნიშნული პირები კახეთის გზატკეცილზე დააკავეს. ერთ-ერთის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, პოლიციამ ნაყაჩაღარი ნივთები: თანხის ნაწილი, აფთიაქის თანამშრომლის მართვის მოწმობა, მის სახელზე რეგისტრირებული ბარათები, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღი და ის ტანსაცმელი ამოიღო, რომელიც დაკავებულებს ყაჩაღობის დროს ეცვათ. გამოძიება საქართველოს სსკ-ის მუხლის 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები