LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფულადი გზავნილების მოცულობა თითქმის 15%-ით გაიზარდა

104

2018 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 135.1 მლნ აშშ დოლარი, ანუ 332.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 14.8 პროცენტით (17.4 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების  94.2 პროცენტი მოდიოდა.

რაც შეეხება იმ ქვეყნების ხუთეულს, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, ასეთია: რუსეთი, იტალია, აშშ, საბერძნეთი და ისრაელი. 

2018 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.9 მლნ აშშ დოლარი (43.9 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.8 მლნ აშშ დოლარისა (42.8 მლნ ლარისა) გასული წლის ივნისში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები