LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფულის დამატება არ არის მნიშვნელოვანი – ვასილ მაღლაფერიძე

76

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი, ვასილ მაღლაფერიძე, აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებისთვის კონკურენციის პირობებში ჩაყენებაა აუცილებელი. ეს განცხადება მაღლაფერიძემ დღეს, პარლამენტის თავჯდომარისა და მედიის წარმომადგენლების შეხვედრაზე გააკეთა, სადაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში ცვლილებებზე ვეტოს საკითხს განიხილავდნენ.

ყველა მედიასაშუალება საზოაგდოებრივი მაუწყებლის გარდა და მათ შორის, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსი აქვს და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საზოაგდოებრივი მაუწყებლისთვის კომერციული რეკლამის განთავსების უფლების მინიჭება საზოგადოებრივ მაუწყებელს ვერ განავითარებს და სამაგიეროდ, მძიმე მდგომარებაში ჩააგდებს დანარჩენ მედიასაშუალებებს ისედაც მწირი რესურსების პირობებში.

ხელისუფლება და საზოგადოებრივი მაუწყებელი კი მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარებისთვის აუცილებელია დამატებით თანხა, რაც რეკლამის საშუალებით უნდა იქნას მოძიებული. დამატებითი თანხის მოზიდვის საშუალებად ხელისუფლებას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, ნათია კაპანაძემ, შესთავაზა, რომ გაიზარდოს ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება, რადგან დაფინანსების არსებული ფორმულირება ამის საშუალებას იძლევა. ამის საპასუხოდ, კი ვასილ მაღალფერიძემ განაცხადა, რომ ” ფულის დამატება არ არის მნიშვნელოვანი, ამით ვერ განვვითარდებით. ჩვენ მოდელზე ვსაუბრობთ, მოდელია შესაცვლელი და საჭიროა საზ მაუწყებლის კონკურენციის პირობებში ჩაყენება, რაც სწორედ სარეკლამო ბაზარზე უნდა მოხდეს,”- განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

პოპულალურები