LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფულის გადახდაც კი არ უნდა მილიარდერ ოლიგარქს თბილისის ცენტრში არსებულ ტერიტორიაზე – ზაალ უდუმაშვილი

28

“ფულის გადახდაც კი არ უნდა მილიარდერ ოლიგარქს თბილისის ცენტრში არსებულ ტერიტორიაზე,“ – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა, განაცხადა.

მერობის კანდიდატი აცხადებს, რომ მათი მთავარი მოთხოვნა განსახილველ საკითხთა სიიდან ივანიშვილისთვის მიწის გადაცემის საკითხის ამოღება იყო, რაც საკრებულოს უმრავლესობამ არ დააკმაყოფილა.

“დღეს არის ასეთი ვითარება. ერთ მხარეს დგას თბილისის საზოგადოება და მეორე მხარეს დგას თბილისის საკრებულოს “ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ, რომ დღესვე ასიამოვნონ ბიძინა ივანიშვილს და სასწრაფოდ დაუკანონონ კიდევ ახალი ტერიტორია თაბორის მთაზე და ბოტანიკური ბაღის ტერიტორია. დღეს შტურმი მიიტანეს ერთდროულად ორი მიმართულებით, ეს იყო აჭარა და თბილისი,” – აცხადებს უდუმაშვილი.

ხმაური და დაპირისპირება პუშკინის სკვერის მიმდებარედ მიწის ნაკვეთისთვის სტატუსის ცვლილების დაყენების ინიციატივამ გამოიწვია. ოპოზიცია საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას ითხოვდა, თუმცა, დეპუტატებს სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. უმრავლესობამ კი ოპოზიციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და დღის წესრიგი დაამტკიცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები