LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გააძვირა თუ არა ”მაგთიკომმა” ინტერნეტ პაკეტების ტარიფი?

117

დღეს დილით სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ”მაგთიმ” ინტერნეტ პაკეტების ტარიფი გააორმაგა. აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად ”ფორტუნა” კომპანიას დაუკავშირდა.

როგორც ”მაგთიკომში”  განმარტეს, ამ დროისთვის საცალო სეგმენტისთვის ინტერნეტ პაკეტების ტარიფები უცვლელია.

”მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს მხოლოდ ”მაგთიკომის”  მომხმარებლისთვის  გახდა  შესაძლებელი  4.5G  ინტერნეტ ქსელით  სარგებლობა, რისთვისაც კომპანიამ  ასეულობით მილიონის ინვესტიცია გასწია, ”მაგთიკომს” ინტერნეტ პაკეტების ფასები არ გაუზრდია”, – განაცხადეს კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით,  არანაირი  ცვლილება  არ ეხება სამთავრობო ნომრებს. ”თუმცა, 4 ნოემბრიდან  შეიცვალა  რიგი  კორპორაციული აბონენტების  მომსახურების  პირობები, რაც გულისხმობს იმას,  რომ წინასწარ  შეძენილი  ინტერნეტ პაკეტის  ამოწურვის  შემდეგ  ნომერი აღარ გახარჯავს პირად ანგარიშს ან ლიმიტს, სანამ  თავიდან არ შეიძენს ინტერნეტ პაკეტს, რაც ააცილებს გაუთვალისწინებელ ხარჯს”, – აღნიშნეს ”მაგთიკომში”.

მათივე ცნობით, კორპორაციულ  აბონენტს,  საცალო  აბონენტის მსგავსად, ინტერნეტ პაკეტის  შეძენა მაგთის პორტალიდან ან USSD მენიუდან სტანდარტული წესით და პირობით შეეძლება.

 

პოპულალურები