LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გააღვიძე ფანტომი: ნაიკმა ფეხბურთის ვარსკვლავებისგან მონსტრები შექმნა და ჰორორ-ვიდეო გამოუშვა (ვიდეო)

131

ნეიმარი, კოუტინიო და დე ბრიუნე Nike-ის რეკლამაში გადაიღეს, რომელიც ნამდვილი ჰორორი გამოვიდა.

მათ გარდა იქ კიდევ რონალდინიო, პირლო, გატუზო, ობამეიანგი არიან.

კომპანია Nike-მა ახალი სარეკლამო რგოლი აჩვენა Awaken the Phantom (“გააღვიძე ფანტომი”), რომელიც ბუცების Nike PhantomVSN-ის გამოშვებას ეძღვნება.

რგოლში რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელია – კოუტინიო, დე ბრუინე და რონალდინიო მონსტრების იერით არიან, რომელთა მოტყუება შეუძლებელია. მათი დაუმარცხებლობის მითი შიშს გვრის მეტოქის მცველებს და უბრალო ფანებს.

ვიდეოს ბოლოს ელეგანტური ანდრეა პირლო ამბობს: “არაფერია იმაზე მშვენიერი, ვიდრე შიშის სურნელი” – და ფანტომს თავისუფლებაზე უშვებს.

 

https://www.youtube.com/watch?v=2XJoon7tsRA

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები