LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გაამწვანე შენი ავტომობილი” – ტექინსპექტირების მნიშვნელობა ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლაში

223

გამონაბოლქვი, მოძველებული ავტოპარკი და დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილები საქართველოში ჰაერის დაბინძურების მთავრ ფაქტორებად არის მიჩნეული. ორგანიზაციიის „საქართველოს ალინსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, ქვეყანაში ჰაერის დაბინძურების 70 პროცენტი სწორედ გამონაბოლქვზე მოდის, რასაც მოძველებული ავტოპარკი და ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილები უწყობენ ხელს.

გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ორგანიზაციამ საზოგადოებას და სახელმწიფო სტრუქტურებს ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდა. ახალი სლოგანი – „გაამწვანე შენი ავტომობილი“, მძღოლებს ტექ ინსპექტირების მნიშვნელობაზე მიანიშნებს.

„დღეს ავტოპარკის ძალიან დიდი ნაწილი, 45%-ზე მეტი,  20 წელს გადაცილებულია, ამ ავტომობილებს წლების განმავლობაში არ გაუვლიათ ტექნიკური დათვალიერება, ავტომობილების მოწესრიგება ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ამიტომ, ტექ დათვალიერების რეფორმა ყველამ ერთად უნდა გავატაროთ. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე, ველობილიკების ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, ეტაპობრივად უნდა მოხდეს ძველი ავტომობილების შემოდინების შეზღუდვა და ეკოლოგიურად სუფთა ჰიბრიდების წახალისება“, – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეკა ლალიაშვილმა.

ჰაერის სისუფთავის კუთხით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი საწვავის ხარისხის კონტროლია, ეკა ლალიაშვილის ინფორმაციით, საქართველოში მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დიზელის საწვავი, რომლიც ევროპის ქვეყნებში მომწამვლელ ნივთიერებად არის მიჩნეული და ამოღებულია მოხმარებიდან. მისი თქმით, დიზელის საწვავზე მომუშავე ავტომობილები ეტაპობრივად, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით უნდა ჩანაცვლდეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები